მიხეილ ბატიაშვილი სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

20/07/2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მინისტრმა, სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, რომ სფეროს მეტად განვითარებისთვის, ერთიანი ხედვის შემუშავება და ჯანსაღი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტური მოდელის შექმნა აუცილებელია.
მინისტრმა, ამ პროცესებში, დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და უმაღლესი სასწავლებლის რექტორებსა და სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებლების დირექტორებს, მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პროცესი მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე იქნება, ასევე, უმოკლეს დროში გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები, განათლების სფეროში არსებული რესურსის, მაქსიმალურად, სწორად და ეფექტურად გამოსაყენებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0