მიხეილ ბატიაშვილი განათლების სისტემის განვითარების საკითხებზე შეხვედრებს მართავს

07/08/2018

განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სისტემის განვითარების საკითხებზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის ახლებური გზების დასახვის, მეცნიერებისა და განათლების ეკონომიკასთან ბმაში განვითარების აუცილებლობა. შეხვედრაზე აღინიშნა სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრის და შემდგომში მათი განვითარებისთვის მეტი რესურსის წარმართვის საჭიროება.
მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს საქმიანობაში, რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, თითოეული ადამიანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, შეხვედრები როგორც სამთავრობო და საკანონმდებლო ორგანოების, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან აუცილებლად გაგრძელდება. მინისტრის თქმით, განათლების რეფორმის მოსამზადებელი პროცესი უკვე დაწყებულია და მისი შინაარსი ახლო მომავალში ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0