მიხეილ ბატიაშვილი, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

14/05/2019

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე მიხეილ ბატიაშვილმა არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა. შეხვედრაზე მინისტრმა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილა მასწავლებელთა კვალიფიკაციის, ხელფასის ზრდის საკითხები და ყველა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც საბოლოოდ, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება.
მეგი კავთუაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი: “განათლების სექტორი ძალიან დიდი ხანია ელოდება ამ რეფორმას. მით უფრო საინტერესოა ეს შემოთავაზება რომ არ ეფუძნება ძალდატანებას, მასწავლებლებს აქვთ არჩევანის თავისუფლება, სურვილის შემთხვევაში, გააგრძელონ კარიერული წინსვლა და განვითარდნენ. ეს მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შვილები სკოლაში იმიტომ არ დაგვყავს, რომ სადმე დრო დახარჯონ, არამედ გვინდა, რომ დრო ძალიან მიზნობრივად გაატარონ ისეთ მასწავლებლებთან, რომელიც პასუხობენ თანამედროვე განათლების სტანდარტებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვაფასებთ, როგორც ძალიან დადებით მოვლენას და გვიხარია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა.”
მაგდა მაღრაძე – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: “დღეს განვიხილეთ ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლების კორპუსი პროფესიულად განვითარება და გაძლიერდება, რაც თავისთავად დადებით შედეგს გამოიღებს განათლების სისტემის განვითარების საქმეში. გაჟღერდა, რომ მასწავლებლებს ხელფასები მოემატებათ, ასევე განათლების სისტემაში ახალი კადრები გაჩნდებიან, რაც მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებისთვის. ჩვენ როგორც დონორი ორგანიზაცია, მივესალმებით ამ ახალ ინიციატივას და მიგვაჩნია, რომ განათლების რეფორმა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0