მიწის უფასოდ დარეგისტრირების კანონპროექტთან დაკავშირებით გამგეობის სხდომათა დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა დავით კალანდაძემ გამგებლის წარმომადგენლებს ადმისტრაციულ ერთეულებში კანონპროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდა კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს. ცვლილების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. მოსახლეობა უფასო მომსახურეობით ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებს.
მიწის უფასოდ დარეგისტრირების კანონპროექტთან დაკავშირებით გამგეობაში შეხვედრა გაიმართა
12/08/2016