საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, მცხეთა-მთიანეთის მხარისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შორის, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა საჯარო რეესტრის წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სოფლებისა და დაბების დამისამართების რეფორმის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე, თავმჯდომარის მოადგილე, დავით დევიძე და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მცხეთაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
26/07/2022