მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

Tuesday May 10th, 2022

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარე საკითხებზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ იმსჯელეს. შეხვედრაზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი სოფლებისა და დაბების დამისამართების საკითხსაც შეეხო.
2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს. ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) ყველა სარეგისტრაციო მომსახურებას მესაკუთრეები ოფისში მისვლის გარეშე, უფასოდ მიიღებენ. 3 წლის განმავლობაში საჯარო რეესტრი სრულად აზომავს და დარეგისტრირებს კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და შექმნის მონაცემთა ერთიან ბაზას. კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Igl2nV

Tweet about this on TwitterShare on Facebook0