ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გელაურის დასახლებაში ჯაიანების საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სოციალურად დაუცველი ოჯახი 2012 წლის მიწისძვრის შედეგად დაზარალდა. სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ოჯახს 30 ათასი ლარი ჩაერიცხა. თანხა 2012 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოიყო.
2012 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა მუნიციპალიტეტში იანვრიდან ამოქმედდა რომლის მიზანია სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
სოციალური პროგრამის განხორციელებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 137 933 ლარი, ხოლო გამგებლის სარეზერვო ფონდიდან 73 637 ლარი გამოიყო. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის კომპენსაციები გაიცა. პროგრამის ფარგლებში ასევე აშენდება ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც 11 ოჯახი შესახლდება.
მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს დახმარება გაეწიათ
20/08/2016