საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის მამუკა ცოტნიაშვილის ვიზიტი გერმანიაში დასრულდა. ვიზიტი გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ, გერმანიაში ვიზიტის დროს, შეხვედრები გამართა ASB-ის აღმასრულებელ დირექტორთან ურლიხ ბაუხთან, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის რეგიონალური განყოფილების უფროსთან მარიონ კნესჩთან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროს ოფიცერთან იოჰანეს დოპფელსთან.
შეხვედრებისას მამუკა ცოტნიაშვილმა სამინისტროს პრიორიტეტებისა და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტებზე ისაუბრა.
გერმანულმა მხარემ საქართველოს მთავრობასა და დევნილთა სამინისტროსთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
მინისტრის მოადგილის ვიზიტი გერმანიაში
15/04/2016