მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს მარტის სხდომაზე აღარ განიხილავს და ივნისის სხდომაზე დაუბრუნდება.
“მინდა ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდო, დაანებონ თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს, რადგან პატიმარს სჭირდება ჰქონდეს რეალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება გარეთ, ეს იქნება თბილისი თუ სტრასბურგი; არავის ეპატიება ის, რომ მსჯავრდებულს მედიის საშუალებით აწვდიდეს არასწორ ინფორმაციებს. გუშინ სტრასბურგში კიდევ ერთხელ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლების ინსტრუქციის, დავალების, თუ გნებავთ, რჩევის მიცემის აუცილებლობა საქართველოს მთავრობისთვის არ არსებობს. მინდა, ჩვენს ოპონენტებს ვკითხო, თუკი გუშინ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა ჩვენ, მთავრობას დაგვავალა, რომ ვანო მერაბიშვილი უნდა გათავისუფლებულიყო, რატომ არის დღეს დილით ვანო მერაბიშვილი საპატიმროში?! შესაბამისად, ყველას კიდევ ერთხელ ვთხოვ, გუშინ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებებს კიდევ ერთხელ ჩახედონ, სადაც წერია, რომ მთავრობის არგუმენტები იქნა გაზიარებული. უარყოფილი იქნა ის არგუმენტები, რომლებიც წარადგინა ბატონმა ოთარ კახიძემ მარტში, ივნისში და შემდგომში, რომლითაც ის ითხოვდა, რომ მთავრობას დავალებოდა მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლება. ეს არგუმენტები იქნა უარყოფილი, არ იქნა გაზიარებული ბოკერიას, კახიძის და სხვების პოზიციები, თითქოს მერაბიშვილის საქმე იგივეა, რაც ზოგიერთი სხვა საქმე მე-18 მუხლთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, ბოკერია ბევრს ყვიროდა პარლამენტში, რომ ეს საქმე არის ტიმოშენკოს მსგავსი, ეს საქმე არის მამადოვის მსგავსი, ეს ყველაფერი იქნა უარყოფილი და ცალსახად ითქვა, რომ ეს საქმე არ არის სხვა საქმეების მსგავსი, სხვებს შორის იმიტომ, რომ მერაბიშვილი არაერთი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, რომ მათ შორის, ერთ-ერთი საქმე, არის გირგვლიანი-ენუქიძის საქმე და მიზანშეწონილი და აუცილებელი მისი გათავისუფლება არ არის.
ასევე ცალსახად ითქვა, რომ მისი წინასწარი დაკავება და პატიმრობა ორ კონკრეტულ საქმეზე იყო კანონიერი, რადგან ამას ასაჩივრებდა მერაბიშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში, და ასევე ითქვა, რომ მისასალმებელია ერთ ეპიზოდზე, სადაც დადგინდა დარღვევა, გამოძიების განახლება. ეს არის საკნიდან გაყვანის სავარაუდო ეპიზოდი, რომელზედაც გამოძიება არის განახლებული.
შესაბამისად, მე მინდა ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდო, დაანებონ თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს, რადგან პატიმარს სჭირდება ჰქონდეს რეალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება გარეთ, ეს იქნება თბილისი თუ სტრასბურგი; არავის ეპატიება ის, რომ მსჯავრდებულს მედიის საშუალებით აწვდიდეს არასწორ ინფორმაციებს. გუშინ სტრასბურგში კიდევ ერთხელ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლების ინსტრუქციის, დავალების, თუ გნებავთ, რჩევის მიცემის აუცილებლობა საქართველოს მთავრობისთვის არ არსებობს“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
.
მინდა ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდო, დაანებონ თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს
07/12/2018