მინდა მივულოცო საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას 20 წლის იუბილე.

20/05/2016

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) 20 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ფედერაციის როლზე ბუღალტრების და აუდიტორების პროფესიული განვითარების, ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.
„მინდა მივულოცო საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას 20 წლის იუბილე. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსთან ბუღალტრული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. მათთან ერთად, ჩვენ რამდენიმე, ძალიან საინტერესო წინადადება მოვამზადეთ. ორგანიზაციას ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც, საჯარო და კერძო აღრიცხვიანობის გაუმჯობესებაში ამ ორგანიზაციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ექნება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.
საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია 7000-მდე ფიზიკურ პირსა და 90-მდე წამყვან აუდიტორულ კომპანიას აერთიანებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0