მინდა გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან და პოზიტიურ ფაქტს

09/09/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ კონგრესში გაკეთებული განცხადებები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას. პრემიერი განსაკუთრებულ მადლობას უხდის კონგრესმენებს – ტედ პოს და ჯერალდ კონოლის საქართველოს ძლიერი და მუდმივი მხარდაჭერისთვის.
“მინდა გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან და პოზიტიურ ფაქტს. გუშინ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად სპეციალური რეზოლუცია. კონგრესში გაკეთებული განცხადებები, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიის იშვიათი მაგალითი რეგიონში და ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი, კიდევ უფრო ამყარებს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა კონგრესმენებს – ტედ პოს და ჯერალდ კონოლის, რომლებმაც გაუკეთეს ინიცირება ამ უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0