მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილს და ლაშა ხუციშვილს მოუსმენს

20/03/2023

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე კვირის განრიგი ბიუროს წევრებს გააცნო. მიმდინარე სასესიო კვირის სამშაბათს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებები გაიმართება, რომლის შემდეგ, დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებს განიხილავენ. ​ოთხშაბათს დეპუტატები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიურ ანგარიშსა და კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ, ხუთშაბათს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წინაშე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარდგება, ხოლო პარასკევს გაიმართება ინტერპელაცია, სადაც დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0