მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე ოცი ათასი ლარის ოდენობით

15/09/2023

32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას, ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე ოცი ათასი ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ყველა მოქალაქის, რომელთაც სახლი ან დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად, ყველას განსახლება მოხდება.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას, ამიტომ, ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე ოცი ათასი ლარის ოდენობით. და ასევე, მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა. იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლი ან დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად, ყველას განსახლება მოხდება, უკლებლად ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ან ახალი სახლი, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს, ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, რომ არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს. დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს, მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვაცნობო საზოგადოებას, რომ ძალიან ბევრი ქართული კომპანია დაეხმარა სახელმწიფოს შოვში სალიკვიდაციო სამუშაოებში და მინდა გითხრათ, რომ არც ერთი თეთრი მათ არ აუღიათ ბიუჯეტიდან, ეს იყო მათი გადაწყვეტილება, საუბარია მილიონობით ლარზე, მათ თავად გაიღეს გულწრფელი კონტრიბუცია და მე მინდა მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო, ყველა იმ კომპანიას, ვინც აი ეს კონტრიბუცია გააკეთა და ჩვენ ამ ინფორმაციას დეტალურად გავავრცელებთ − ყველა იმ კომპანიის სახელს, ვინც მონაწილეობა მიიღო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი ქართული კომპანია დაეხმარა სახელმწიფოს შოვში სალიკვიდაციო სამუშაოებში და მათ არც ერთი თეთრი მათ არ აუღიათ ბიუჯეტიდან. პრემიერის თქმით, გავრცელდება ყველა იმ კომპანიის სახელი, ვინც მონაწილეობა მიიღო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

„მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვაცნობო საზოგადოებას, რომ ძალიან ბევრი ქართული კომპანია დაეხმარა სახელმწიფოს შოვში სალიკვიდაციო სამუშაოებში და მინდა გითხრათ, რომ არც ერთი თეთრი მათ არ აუღიათ ბიუჯეტიდან, ეს იყო მათი გადაწყვეტილება, საუბარია მილიონობით ლარზე, მათ თავად გაიღეს გულწრფელი კონტრიბუცია და მე მინდა მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო − ყველა იმ კომპანიას, ვინც აი ეს კონტრიბუცია გააკეთა და ჩვენ ამ ინფორმაციას დეტალურად გავავრცელებთ, ყველა იმ კომპანიის სახელს, ვინც მონაწილეობა მიიღო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში“, – განაცხადა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0