მთლიანობაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიანად მიმდინარეობს

24/07/2016

მთლიანობაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიანად მიმდინარეობს ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და შევადაროთ დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანია იმას, რაც საქართველოში 2011 წლის შემოდგომასა და 2012 წელს ხდებოდა, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სენაკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

“ოთხი წლის წინ, ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. ხუთი წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად მიიღო, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა. ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და შევადაროთ დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანია იმას, რაც საქართველოში 2011 წლის შემოდგომასა და 2012 წელს ხდებოდა. დღეს არავინ არავის ერჩის. ცალკეული ინციდენტების გარდა, რომელიც მაინც გვახასიათებს – ემოციური ხალხი ვართ და რაც მაინც არ უნდა დავუშვათ, მთლიანობაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიანად მიმდინარეობს, განსხვავებულ აზრს არ ვემტერებით. ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. შევხედოთ ტელევიზიებს. ამ პერიოდის განმავლობაში დიდი ცვლილება მოხდა. დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ. ამას, რა თქმა უნდა, მოთმინებით, ხანდახან გულისტკივილით ვისმენთ, მაგრამ ვეგუებით იმიტომ, რომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა. ჩვენ იმ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, სადაც შეიძლება ადამიანმა ისუნთქო, ისაუბრო და შენი გეგმები განახორციელო, ქვეყნის განვითარებაზე იფიქრო”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0