მთისძირა არხის რეაბილიტაცია დასრულდა

13/10/2020

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის ჯამში 17 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა არხზე მოწყობილ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც 6900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0