მთავრობის ჩამოსაყალიბებლად „ქართულ ოცნებას“ პარტნიორი არ დასჭირდება

05/09/2016

მთავრობის ჩამოსაყალიბებლად „ქართულ ოცნებას“ პარტნიორი არ დასჭირდება, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

”მთავრობის ჩამოსაყალიბებლად „ქართულ ოცნებას“ პარტნიორი არ დაჭირდება. ის საშუალოდ 100 ხმით შევა პარლამენტში, 90-ზე ნაკლებ დეპუტატს მე ვერ ვხედავ. ზოგადად პარტიამ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან თემატურად. გააჩნია თემას. შესაძლოა საჭირო იყოს კონსტიტუციური უმრავლესობა გარკვეულ საკითხებზე, ვისაც აქვს სწორი წარმოდგენა თემებზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეულ თემაზე, მათ შორის ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის საკითხზე თანამშრომლობა შესაძლებელია.

”რამდენიმე დოკუმენტი გამოიცა ერთობლივი. ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად შეიქმნა დოკუმენტი, რომ ქვეყნის სტრატეგია არის ევროატლანტიკური სივრცე. მმართველობის სტილზე, რეგიონებზე, მედიაზე, შესაძლებელია თანამშრომლობა. არ უნდა იყოს აკრძალული თანამშრომლობა გარკვეულ საკითხებზე რომელიმე პარტიასთან”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0