მთავრობის შესახებ კანონში ცვლილების განხილვა მომავალ კვირას დაიწყება

27/06/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მომავალ კვირას დაიწყება. ირაკლი კობახიძის თქმით, მიზანი მეტად მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო სისტემაა.

„როგორც ვიცით, უკვე წარმოდგენილია შესაბამისი ინიციატივა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ჩვენ, სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირაში დავიწყებთ ამ კანონპროექტის განხილვას. მიზანი ვიცით, რაც არის. ეს მიზანი არის თავად წარდგენილი პრემიერმინისტრის მხრიდან. მიზანი გახლავთ ის, რომ მივიღოთ უფრო მეტად მოქნილი, უფრო ეფექტიანი სამთავრობო სტრუქტურა და სამთავრობო სისტემა და ზუსტად ამ კრიტერიუმების საფუძველზე განვიხილავთ ჩვენ პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0