მთავრობის სახელით მინდა დავგმო ყველა განცხადება, რომელიც მიმართულია ერებსა და სახელმწიფოებს შორის შუღლის გაღვივებისკენ

27/09/2016

საქართველოს მთავრობის სახელით მინდა დავგმო ყველა განცხადება, რომელიც მიმართულია ერებსა და სახელმწიფოებს შორის შუღლის გაღვივებისკენ, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.
როგორც ჯანელიძე აღნიშნავს, თურქეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მტკიცედ იცავს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

“ურთიერთობები ვითარდება ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლური პრინციპების დაცვით და არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ ამ ურთიერთობებს რაიმე უქმნიდეს საფრთხეს. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს ყველა განცხადება, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოახდინოს მყისიერი რეაგირება”,- ნათქვამის ჯანელიძის განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0