მთავრობის მიერ ტურისტული ბაზრის გახსნის კონკრეტული ვადების დასახელებამ საერთაშორისო ავიაკომპანიებს ფრენების აღდგენის სტიმული მისცა

Tuesday May 12th, 2020

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მთავრობამ პირველმა დაასახელა კონკრეტული ვადები, თუ როდის გაიხსნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ქვეყნის ტურისტული ბაზარი, ძალიან დიდი სტიმული მისცა საერთაშორისო ავიაკომპანიებს, აღადგინონ ფრენები ჩვენი მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ავიაკომპანიების მიერ საქართველოში ფრენების აღდგენის დაანონსების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, საავიაციო კომპანიების უმრავლესობა, ვინც ჩვენს ბაზარზე ოპერირებდა, უკვე მზად არის განაახლოს ფრენები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფრენები განახლდეს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით – იქნება ეს თბილისის, ქუთაისისა თუ ბათუმის აეროპორტი. ამასთან, პრიორიტეტულია, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების – „ვიზიეარისა“ და „რაინეარის“ ფრენები. ორივე ამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებში საკმაოდ პოზიტიურად ვართ დაწინაურებული, გვაქვს წინასწარი თანხმობა და მათ საჯაროდაც განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით ფრენებს აღადგენენ, რაღაც პერიოდის მანძილზე კი კვლავ ძველ ნიშნულებს დაუბრუნდებიან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0