მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოსა და სამდივნოს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო სექტორთან კოორდინაციის გაძლიერებას, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო და სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობისთვის მთავარი პლატფორმა გახდება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
15/11/2019