მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

11/10/2023

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის – ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრთა პირისპირ შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – ვიქტორ ორბანი 10 ოქტომბერს ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან – ანიკო ლევაისთან და დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0