საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაეშვება.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
17/01/2019