მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს

25/03/2016

საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს – პროექტის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ მცირე საველე ლაბორატორიები, რათა ადგილზე შეძლონ რძის ხარისხის დადგენა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა სოფლად წვრილი მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„პროგრამა საშუალებას მისცემს მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, მოაწყონ არამარტო რძის შემკრები პუნქტი, არამედ მათ გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებელი აპარატურა, რომელიც 40 ათასიდან 75 ათასამდე ლარის ღირებულებისაა. დღეს დაახლოებით 30-მდე ასეთი კოოპერატივია. ეს პროგრამა დაეხმარება მათ, არა მხოლოდ შეაგროვონ ადგილებზე რძე და შემდგომში მიაწოდონ უფრო მსხვილ მწარმოებლებს, არამედ თვითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და ყველის წარმოებაზე გადავიდნენ, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0