დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინიციატივა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.
„ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ მას. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი საქართველოში გახდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეროვნული დღესასწაული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.