მთავრობამ შეარჩია ორი სფერო, სადაც დღეს ყველაზე მეტი შესაძლებლობაა

09/10/2020

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობამ შეარჩია ორი სფერო, სადაც დღეს ყველაზე მეტი შესაძლებლობაა, საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მაქსიმალურად მოვიზიდოთ საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები. ერთ-ერთი მათ შორის სწორედ აიტი სფეროა – სერვისები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამირება და ამასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობები, რაც მიმზიდველი და აღმავალი ინდუსტრიაა.

„ისეთი შეღავათის მინიჭება, როგორიც არის მოგების გადასახადის 15%-ის ნაცვლად, ხუთი პროცენტი, საშემოსავლო გადასახადის 5%, დამატებით ბიძგს მისცემს რეგიონალურ კომპანიებს, მათ შორის გლობალურ აიტი კომპანიებს, შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც დღეს შეიძლება უკვე საქმიანობენ ამ სფეროში, მაგრამ აქვთ „ფრილანსერის“ სტატუსი. სწორედ ეს საგადასახადო შეღავათი მისცემს, ერთი მხრივ, მეტ სტიმულს გლობალურ აიტი კომპანიებს , რომ საქართველო განიხილონ როგორც პლატფორმა და, მეორე მხრივ, ჩვენივე მოქალაქეებს დაიწყონ მუშაობა ასეთ კომპანიებში, შემდგომში გაიზარდონ და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კორპორატიზებული სახე მიეცეს ამ ბიზნესს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0