საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დაესწრო. სახელმძღვანელო, რომელშიც გაწერილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარების პროცედურები და მეთოდოლოგია, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით პროკურორებისა და შს სამინისტროს გამომძიებლებისგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, ევროპის კავშირის, ევროპის საბჭოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, სახალხო დამცველის ოფისის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავარ პროკურატურაში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
21/09/2017