საქართველოს მთავარ პროკურატურას სამუშაო ვიზიტით სომხეთის გენერალური პროკურატურის დელეგაცია ეწვია. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან – მამუკა ვასაძესთან, გიორგი გოგაძესთან და გიორგი გაბიტაშვილთან ერთად სომხეთის გენერალური პროკურორის მოადგილეს ემილ ბაბაიანს, ადმინისტრაციის უფროსს ამაიაკ ნავასარდიანს, პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსს არმენ სირეკანიანს და საჯარო სექტორის მოდერნიზაციის პროექტის დირექტორს აგარონ მკრტიჩიანს შეხვდა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძე სომხეთის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებსა და განვითარების სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. სტუმრებს საქართველოს პროკურატურაში დანერგილი ელექტრონული საგამოძიებო პროგრამის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.
სომხეთის გენერალური პროკურატურის დელეგაციის ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.
მთავარ პროკურატურას სამუშაო ვიზიტით სომხეთის დელეგაციია ეწვია
16/06/2016