საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. განხორციელებული შეხვედრების მიზანი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის პროკურატურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკის გაცნობა იყო. პროექტი ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან თანამშრომლობით ჩატარდა.
3 დღის განმავლობაში შეხვედრები 3 ჯგუფთან გაიმართა, რომლებსაც ჯამში 200-მდე სტუდენტი და სკოლის მოსწავლე ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ: პროკურატურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს პროკურატურაში მოქმედ სტაჟირების სისტემას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკასა და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.
მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
12/10/2017