საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, მის აღმატებულებას გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი გივი ბაღდავაძე. გიუნტერ ბეხლერი საქართველოს პროკურატურის რეფორმით და უწყების შიგნით მომავალში დაგეგმილი ღონისძიებებით დაინტერესდა, რაზეც მთავარმა პროკურორმა სტუმარს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ეუთოსა და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალში ამ მიმართულებით ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.
მთავარი პროკურორი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს წარმომადგენელს შეხვდა
08/03/2016