მთავარია საქართველო-ნატოს ურთიერთობების შინაარსი და არა მისი სათაური

07/07/2016

გია ვოლსკის განცხადებით, ”საქართველო-ნატოს ურთიერთობებში მთავარია მისი შინაარსი და არა სათაური”.

”მთავარი არის ის შინაარსი, რაც ჩადებულია საქართველო-ნატოს ურთიერთობებში. სათაური რა ერქმევა, ამაზე უფრო მეტი ბჭობა მიდის, ვიდრე შინაარსზე, რომელიც დღესაც ძალიან პოზიტიურია და ხვალ ალბათ უფრო მეტად პოზიტიური იქნება. ყველა ცდილობს გამოგვტყუოს ან თავისი მოსაზრება გაავრცელოს იმის შესახებ, თუ რა სათაური ექნება ამ ურთიერთობას – იქნება ეს MAP-ი, ასპირანტურა თუ დოქტორანტურა. მთავარია ამ ურთიერობების შინაარსი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან ფართო და მისაღები. ეს კიდევ მეტად მისაღები იქნება, ისე, როგორც ჩვენს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0