მეწარმეებმა კონკრეტული საკითხები დააყენეს, რომელსაც ძალიან მალე გადავწყვეტთ

04/03/2016

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მეწარმეებმა კონკრეტული საკითხები დააყენეს, დავალებები გადავინაწლეთ და ძალიან მალე გადავწყვეტთ ამ საკითხებს, – ამის დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის განაცხადა.
მისი თქმით, მცირე და საშუალო მეწარმეებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა და ისინი საკმაოდ არიან გათვითცნობიერებული იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.

“ეს პროგრამა არის “აწარმოე საქართველოში” ქვეკომპონენტი, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულება, წარმოების განვითარება, პროგრამა “უმასპინძლე საქართველოში” , ანუ სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულება და ა.შ. ყველა ამ მიმართულებით ის ხალხი, ვისაც შევხვდით, უკვე სარგებლობს, მაგრამ ამ ადამიანებმა დღეს დააყენეს კონკრეტული, კარგად მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხები. ჩვენ გადავინაწილეთ დავალებები და ძალიან მალე ამ კონკრეტულ საკითხებს გადავწყვეტთ”, – განაცხდა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, კერძო მეწარმეობის განვითარება ის ძირითადი ამოცანაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია.

“ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობამ უნდა შექმნას ქვეყანაში ის ძირითადი სამუშაო ადგილები, რაც შესაქმნელია და სწორედ მათზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს ქვეყანა”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0