მეფე ერეკლეს დაბადებიდან 303 წელი შესრულდა

07/11/2023

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის გამო, ერეკლე მეფის დაბადებიდან 303-ე წლისთავი მოკრძალებულად აღინიშნა. თელავის ისტორიულ მუზეუმში და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, და თელავის მუნციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0