მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში, შიდასახელწიფოებრივი გზიდან სოფ. ჭოლაშის ხიდიდან სოფ. ჟაბეშამდე ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობა მოიცავს ორ პროექტს და ჯამში ღირებულება შეადგენს 3 787 652 ლარს. პროექტით განსაზღვრული არმირებული ბეტონის საფარი დაიგება 4 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე. აღნიშნული გზის მშენებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და დიდ როლს თამაშობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით. ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, მულახის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჟაბეშის, ცალდაშის, ჩვაბიანის და მაჯვდიერის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზასთან.
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში, ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
25/11/2020