მესტიაში ორდღიანი კულინარიული ფესტივალი — „გემო-ფესტი“ გაიმართა

15/01/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მესტიაში ორდღიანი კულინარიული ფესტივალი — „გემო-ფესტი“ გაიმართა. “გემო-ფესტის” გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრნენ.

„გემო-ფესტი“ ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტია. სასიამოვნოა, რომ მესტიაში ფესტივალს დღეს ბევრი ადამიანი სტუმრობდა — როგორც ადგილობრივები, ისე საერთაშორისო ტურისტები. „გემო-ფესტის“ მთავარი მიზანია გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა — ადგილზე წარმოდგენილია 15 ადგილობრივი მეწარმე, რა თქმა უნდა, დედაქალაქიდანაც არიან ჩამოსულები წამყვანი შეფ-მზარეულები, რომლებმაც ძალიან დიდი დრო დაუთმეს ადგილობრივი კულინარიის გაცნობას. რეალურად, ჩვენ დღეს ვიხილავთ სვანურ კულინარიას, რომელიც თანამედროვე ფორმითაა გარდაქმნილი“, — აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფესტივალი უკვე მეორედ იმართება — გასულ ზაფხულში ის რაჭაში ჩატარდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ტურიზმის, ისე გასტრონომიის სპეციალისტების მხრიდან. «გემო ფესტის» მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0