მერი მირიან ქათამაძე საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ პროექტ „დისტანციური სწავლების მოდელის დანერგვა“ პრეზენტაციას დაესწრო

20/07/2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ პროექტ „დისტანციური სწავლების მოდელის დანერგვა“ პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაზე პრეზენტაციის შემდეგ დისტანციური სწავლების მოდელის დანერგვაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ განვითარებაზე, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების წარმოჩენისა და რეალიზების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
კონფერნეციის მსვლელობისას საზოგადოებრივ კოლეჯსა და ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საგანს წარმოადგენს დისტანციური სწავლების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობას წარმოადგენს.
შეხვედრის დასასრულს, ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მჭედლიშვილს, საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს კობა ნაკაიძეს და საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღას“ დირექტორს ლაშა ხახუტაიშვილს დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო წევრად არჩევის დიპლომები გადაეცათ, ხოლო ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ დამფუძნებელი თამაზ მჟავანაძე აკადემიის საპატიო პროფესორად აირჩეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0