ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ლევან ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.
„როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, გთხოვთ სავალი ნაწილი დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული“, – განუცხადა ლევან ჯღარკავამ აქციის მონაწილეებს.