მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

Monday January 29th, 2018

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო თათბირზე ქობულეთის განვითარების სტრატეგიასა და ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მიმდინარე და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები განიხილა, რომლებთან დაკავშირებით მერმა სამსახურებს მკაცრი კონტროლი და სწრაფი რეაგირება დაავალა. მან მოისმინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის, ასევე გამოცხადებული ტენდერების შესახებ. მირიან ქათამაძემ სამსახურებს მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირებული პრობლემების შესწავლა და მათზე სწრაფი რეაგირება, ახალი საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, მიმდინარე ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლი, უსახური შენობების დემონტაჟი, სეზონური ობიექტების ვიზუალიზაციაზე ზრუნვა და უკანონო ნაგავსაყრებელების მონიტორინგი დაავალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0