გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დღეს თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს მაქბულე ქოჩაქს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა გურიის რეგიონსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა პროექტები, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროში არსებული საკითხები.
მერაბ ჭანუყვაძე თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა
04/07/2018