მერაბ შათირიშვილი: პარტიული ვალდებულების გარდა მოქალაქეობრივი ვალდებაულება არ გაგაჩნიათ?

28/06/2016

“მოვიარე ქართლი, თითქმის დასავლეთ საქართველო და ნეტავ არ წავწყდომოდი „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთ უსუსურ და უმოქმედო დამოკიდებულებას მოსალოდნელი რეფერენდუმის მიმართ: „ოჯახი ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი ერთობაა…“
პოლიტიკური ჩართულობა თქვენთვის არავის უთხოვია, პიროვნულადაც თავს არიდებთ, მოქალაქეობრივი დამოკიდებულება დააფიქსიროთ, თქვე ოჯახაშენებულებო?.. რატომღაც „ქართული ოცნების“ ერთი „ცნობილი“ პირის ხელმოწერასაც ვერ წავაწყდი, დღემდე შეგროვილ, თითქმის 160 ათას ხელმოწერაში… როცა საჯაროდ გამოდიხართ, ხმამაღლა ამბობთ, მხარს ვუჭერთ ამ რეფერენდუმსო (ბიძინა ივანიშვილმაც იგივე თქვა და, ისიც დააყოლა, ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც ვუჭერ მხარსო), ამბობთ და, თქვენს მოქალაქეობრივ ვალს არ აფიქსირებთ?.. სანამდე უნდა იყოთ, „ჭრელო პეპელა“-ს პოზიციაში?..
აჰა, „რუსთავი-2“-მა სიუჟეტი გამოაცხო, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ხელმოწერებს აგროვებსო და, დაფრთხით?.. საკუთარ ნაჭუჭში შეიყუჟეთ?.. მაჟორიტარისა თუ გამგეობის „ბიუროების“ წარმომადგენლებს პარტიული ვალდებულების გარდა მოქალაქეობრივი ვალდებაულება არ გაგაჩნიათ?.. რა გჭირთ თქვენ, ყველაფერზე, პარტიას დავეკითხებითო, რომ გაიძახით, დავიჯერო, ძილის წინ, რომელ მხარეს დადოთ ბალიშზე თავი, პარტიას ეკითხებით?.. ასეთი ორგანიზებული და მობილიზებული ხართ?.. თუ თქვენი მობილიზება მხოლოდ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ თუ არა, გულგრილი დამოკიდებულებაში გამოიხატება, რაც გაუთვიცნობიერებელ, თუნდაც პოლიტიკურ სიბეცეს ნიშნავს?..
არჩევნები ახლოვდება, (დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლის წინაშე რიხიანად იტყვით, ამ რეფერედუმის მომხრე ვართო, თითი რომ არ გაგინძრევიათ, ამაზე შუბლში ძარღვიც არ შეგიტოკდებათ) ხალხი გიყურებთ, ამ რეფერენდუმის გარდაუვალობას წინ ვერავინ დაუდგება და, ამომრჩეველი გხედავთ, თუ როგორ მოქალაქეობრივ აქტივობას აფიქსირებთ ამ საჭირბოროტო, საქვეყნო აქტთან დაკავშირებით…
ასეთი „გუნდურობა“ და პოლიტიკური „სიცხარე“, იმ დროს დააფიქსირეთ, როცა აგერ, თავდაცვის მინისტრი, სამხედრო-სავალდებულო სამსახურს აუქმებს და პრემიერ მინისტრი, „ქართული ოცნების“ თავჯდომარე და სახე, მოლივლივე ტბასავით დუმს!..
გული მწყდება და, მაოცებთ, ბოლოს და ბოლოს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და „ორი-სამი“ აგური მეც შემიმატებია პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის.
ვერ ვხედავ, ისეთივე ერთსულოვანი ხართ, მოსალოდნელი რეფერენდუმის მიმართ: ოჯახი რომ ერთსქესიანებმა არ უნდა შექმნან, ვიდრე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ იყავით, ზარზეიმით მიიღეთ სადღაციდან დადირექტივებული, ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო კანონი – ქართველი ერი კი პირღია დატოვეთ!..
წესითა და რიგით, ქართველ ხალხს არც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება სჭირდებოდა და, არც იმის კარნახი სჭირდება, ოჯახი ქალისა და კაცის ერთობა რომ არის, მაგრამ, რადგან მოსალოდნელი ლიბერასტული საშიშროების წინაშე დავდექით, ეს რეფერენდუმი ღირსეულად უნდა ჩატარდეს და, გარწმუნებთ, ქართველი ამომრჩეველი ამას სათანადო აქტივობით დააფიქსირებს….
დაფიქრდით, როგორ იქცევით!..”- აცხადებს შათირიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0