მეორე სვირისა და სადგურ სვირის გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულების სტადიაშია. წლის ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი. საავტომობილო გზას რეაბილიტაცია 80 – იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც ბეტონის საფარი ფაქტობრივად განადგურებული იყო და მასზე გადაადგილება შეუძლებელი. მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7, 5 კმ – იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის კეთილმოწყობამდე, აღნიშნული მონაკვეთის დაფარვას თითქმის ნახევარი საათი ჭირდებოდა, რეაბილიტაციის შემდეგ კი აღნიშნული მონაკვეთის დაფარვა 10 წუთშია შესაძლებელი.
მეორე სვირისა და სადგურ სვირის გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულების სტადიაშია
27/03/2017