გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახად, გარემოს ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობის სტუდენტები სტაჟირებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შესაბამის დეპარტამენტებში გაივლიან.