მედიის თავისუფლების თემა ყველასთვის და ყოველთვის ზოგადი თემაა

07/07/2016

გულწრფელად გეტყვით, ნატო-ს სამიტიდან არაფერ სიახლეს არ ველოდები, – ამის შესახებ ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა ვერ გახდება და ამას საკმაოდ სერიოზული მიზეზები აქვს.

”ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს ვარშავაში და არაფერ სიახლეს, გულწრფელად გეტყვით, არ ველოდები. არის ყოველთვის მოგონილი პოსტულატები იმასთან დაკავშირებით, რომ აი, ახლა ჩვენ მივაღწიეთ უფრო მეტს, უფრო მეტს და ა.შ. დამერწმუნეთ, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნატო-ს წევრი ქვეყანა ვერ გავხდებით, საკმაოდ სერიოზული მიზეზების გამო, რომელიც არ დამალულა, არც აშშ-ის პრეზიდენტის, არც საფრანგეთის პრეზიდენტის, არც გერმანიის კანცლერის, არც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის და თავად ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან”, – განაცხადა ტყემალაძემ.

ზურაბ ტყემალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდვინის საქართველოში ვიზიტიც შეაფასა და მის მთავარ გზავნილებზე, მედიის თავისუფლებასა და არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზეც ისაუბრა.

”მედიის თავისუფლების თემა ყველასთვის და ყოველთვის ზოგადი თემაა, რომ მედია და არჩევნებიც უნდა იყოს თავისუფალი. დღესდღეობით მედიას ასეთი საშიშროება არ გააჩნია და არც არაფერი ემუქრება, არც ემუქრებოდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. რაც შეეხება სამართლიან არჩევნებს, მე მიმაჩნია, რომ ბოლო არჩევნები – საპრეზიდენტო და ადგილობრივი უპრეცედენტოდ ობიექტურ გარემოში ჩატარდა. ასევე აუცილებელია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ისეთ გარემოში ჩატარდეს, რომ რაიმე სახის გაუგებრობებს ან გადახვევებს ადგილი არ ჰქონდეს. მე როგორც ვიცი, ”ქართული ოცნების” ხელისუფლება, მონდომებულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს სამართლიანი, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარებული და ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც მოხდება”, – განაცხადა ტყემალაძემ.

რაც შეეხება ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას, მისი შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტებიც ”ახალი არაა, რადგან საქართველოსა და აშშ-ის შორის მსგავსი სამი ხელშეკრულება 2000-2001 წლებშიც გაფორმდა”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0