მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“ დასრულდა

Wednesday October 4th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სენაკში მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“-ის დასრულება მონაწილეებს პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა რეპორტიორებთან შეხვედრისას ჰიბრიდული ომის დროს ჟურნალისტების როლზე ისაუბრა და სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დასკვნით ღობისძიებაზე სწავლების მონაწილეებს სერთიფიკატები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გადსცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მედია სწავლება “ღირსეული პასუხი 2017” 27 სექტემბერს დაიწყო. სწავლებაში ჩართულმა 18-მა რეპორტიორმა თეორიული და პრაქტიკული კურსი II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიარა. კურსის მონაწილეებმა თვითგადარჩენის სწავლება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების სპეციფიკა, კონფლიქტური სიტუაციების დროს მოქმედების პრინციპები, სტრესის მართვისა და ჰიბრიდული ომის შესახებ სპეციალური სალექციო კურსი პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით გაირეს. სწავლებაში სპეციალურად მიწვეულმა ლიტვის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტრატეგიული კომუნიკაციების თემაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს.
30 სექტემბრიდან მედია სწავლების მონაწილეებმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში კომპიუტერული სწავლება გაირეს. რეპორტიორები საინფორმაციო ომის მოდელირების პროცესში 24 საათიან რეჟიმში იყვნენ ჩართულნი.
სწავლების კულმინაციური ფაზა მოგვიანებით ველზე განხორციელდა, სადაც ქართველ რეპორტიორებს ასევე მოდელირებულ კონვენციურ ომში პროფესიული საქმიანობის შესრულება მოუწიათ.
მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“ II ქვეითი ბრიგადის ბაზაზზე უკვე მეორედ განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0