11-12 ივნისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების პროექტებს გაეცნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს პირადად გააცნო სამინისტროს მიერ რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. შეღავათიანი აგრო-კრედიტის, აგრო-დაზღვევის, სურსათის უვნებლობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საქმიანობების ხელშეწყობის მიმართულებები.
აგროწარმოების განვითარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, არაერთი (შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, გადამამუშავებლი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“)პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსებულია 148 ახალი საწარმო და 700 გადაიარაღდა.
მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ქ. ამბროლაურში მოინახულეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი; შპს მექანიზატორის სერვისცენტრი; სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივი „ძირაგეული“- კოოპერატივმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 100 სკა და თაფლის საწური (ციბრუტი) მიიღო; შპს GEO-FLOWER – საწარმომ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და 130 000 აშშ დოლარის სესხი მიიღო.
მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ასევე მედიის წარმომადგენლებმა ამბროლაურის რაიონ, სოფელ საკეციაში ახალი ვენახი, მოინახულეს, რომელიც 17 ჰა-ზე გაშენდა; ღვინის ქარხანა შპს ხვანჭკარა პრემიუმი და შპს „ბლაუენშტაინ საქართველო“. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართულებით მზარდი პოტენციალი აქვს. . სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში ზუსტად წარმოების ხელშეწყობაა.
მედიატურს ჟურნალისტებთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი, შპს „მექანიზატორის „ დირექტორი პაატა შეყილაძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსი გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.
მედიატური სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის( IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მედიატური რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გაიმართა
12/06/2016