საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მედია სემინარი „საქართველოს რეგიონული განვითარება“ ჩატარდა.
სემინარის მიზანი ჟურნალისტებისა და საზოგადოებისათვის იმ მიმდინარე სამუშაოებისა და შედეგების გაცნობა გახლდათ, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის რეფორმირების, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით ატარებს.
სემინარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი უძღვებოდა. მომხსენებლებმა მედიის წარმიომადგენლებს საქართველოს რეგიონული განვითარების სისტემის და თვითმმართველობის რეფორმირების საკითხები გააცნეს. ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირებისა და რეგიონული განვითარების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე, დეცენტრალიზაციის რეფორმასა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე, ახლად მიღებულ მთის განვითარების კანონზე და ა.შ. სემინარზე, ასევე, იმსჯელეს უახლოეს მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზე.
მედიასემინარი რეგიონული განვითარების საკითხებზე
05/04/2016