მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენეს

12/04/2016

საქართველოს პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა აღნიშნა, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, თუმცა როგორც ბრალის დადგენილებაშია ნათქვამი, მეგის ქარდავამ რომან დუმბაძის მკვლელობა იმ მოტივით შეუკვეთა, რომ ის არის საქართველოს მოღალატე. ადვოკატის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძიება გენერალ მორისოვის მკვლელობის შეკვეთის საქმესთან დაკავშირებითაც. ” კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს პროკურატურა რუსულ დაკვეთებს ასრულებს და რუსეთიდან გადაგზავნილ მასალებზე დაყრდნობით აწარმოებს ძიებას. მეგის ქარდავასთვის ბრალის წაყენების შემდეგ, მისი რომელიმე ქვეყანაში დაკავების შემთხვევაში, რუსეთს უჩნდება შესაძლებობა, მეგის ქარდავას ექსტრადირება მოითხოვოს”- აღნიშნა მან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0