მდ. ქსანზე ხიდის მშენებლობის გამო სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

01/11/2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდ. ქსანზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება თბილისი-სანაკის მიმართულებაზე. სამუშაოთა წარმოების პერიოდი, დაწყებიდან 19 თვის ვადით არის განსაზღვრული. ავტოტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0