მდინარე ჭანისწყალზე მიმდინარეობს მიწაყრილის მოწყობის სამუშაოები

24/10/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ჭანისწყალზე მიმდინარეობს მიწაყრილის მოწყობის სამუშაოები. უხვი ნალექის დროს მდინარის კალაპოტი დიდდებოდა და საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის სახნავ-სათეს და საკარმიდამო ნაკვეთებს.
სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა(ა)იპ „კეთილმოწყობის ცენტრი“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0