მდინარე ფოლადაურზე მდებარე ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

04/08/2016

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ხატისოფლისა და ვანათის მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მდინარე ფოლადაურზე მდებარე სამანქანო ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაასრულა. შეიცვალა დაზიანებული რკინის მოაჯირები,შეიღება და გამაგრდა რკინის კონსტრუქცია. გარდა ამისა, სამანქანო ხიდზე მოეწყო საფეხმავლო ჯებირი და გამყოფი ზოლი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0