საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მდ. ნატანებზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული სახიდე გადასასვლელი გასული საუკუნის 50-60-იან წლებშია აგებული.
პროექტის ფარგლებში, არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ამ დროისთვის, ლითონის მოაჯირების მოწყობა და შეღებვა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 946 737 ლარია.
მდინარე ნატანებზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
12/11/2019